Monday, August 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია


ვიმუშავე პროექტზე  ,ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები .ვფიქრობ ეს დღე შედეგიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ნელი იყო.

პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • შეისწვლონ 19-ე საუკუნის საქართველოში არსებული  სოციალური პრობლემები   ილიას ჭავჭავაძის მოთხრობების ( "ოთარაანთ ქვრივი", "სარჩობელაზედ", გლახის ნაამბობი".) მიხედვით,  დააკავშირონ   ეს პრობლემები თანამედროვეობასთან.
  •  საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების შესასწავლად ჩაატარონ კვლევა(სასკოლო თემში)კვლევის შედეგები გაანალიზონ,  შეაფასონ და   შეიმუშაონ რეკომენდანციები  როგორ შეინარჩუნონ პიროვნული ღირებულებები.
  •  ინფორმაციის შესაგროვლებლად და გასაერთიანებლად გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდითი მასალა. შემდეგ მიღებული ცოდნა  მოამზადონ აუდიტორიისათვის გადასაცემად.

Saturday, August 29, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ვისწავლე და გავიგე ,მაგრამ დავიღალე ..ინტერნეტი ნერვებს გვიშლის....

ჩემი პროექტის იდეა

ადამიანთა ურთიერთ გაუცხოება 21-ე საუკუნის სენია...
 რატომ ავირჩიე თემა, ალბათ,იმიტომ რომ საზოგადოება  დაიყო  ქალაქელებლად და სოფლელებად, განათლებულებად   და გაუნათლებლებად.ამ პრობლემამ სკოლაშიც
შემოაღწია,ამიტომ იმის გასარკვევად ეს ამ საუკუნის სენია, თუ ეს ჭირი  სხვა დროსაც სტკიოდათ და აწუხებდათ ,ბავშვებს ვაძლევ დავალებას შეისწავლონ მე-19საუკუნეში არსებული სოციალური საკითხები და ილია ჭავჭავაძის მოთხრობები(" ოთარაანთ ქვრივი", "სარჩობელაზედ", "გლახის ნაამბობი")

ამ საკითხების მოძიების შემდეგ გააკეთებენ პრეზენტაციას.

ინტელის ტრენინგი იწყება

ვისწავლი უკეთესად კომპიუტერს  და ახალი ტექნოლიეგების სასწავლო პროცესში გამოყენებას.